საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: აქციების აღკვეთა არ ხდება, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

0 კომენტარი
გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტიციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეების მიმართ არსებულ ზეწოლიდ მცდელობაზე კიდევ ერთხეულ საუბრობს. პაპუაშვილი ხაზს უსვამს, მისი და სხვა მოსამართლეების სახლებთან აქციების გამართვას კამპანიური ხასიათი აქვს. 

"აქ არის პირდაპირ მუქარაზე როდესაც საცხოვრებელ სახლებთან მოდიან. მათ შორის მაშინაც როცა მხოლოდ ბავშვები არიან სახლში. რეგულარული, კამპანიური ხასიათი აქვს ამ ყველაფერს და საეჭვოდ ცნობილია მათთვის ჩვენი გადაადგილების მარშრუტები. ხელს ვერავის ვერ დავადებთ, მაგრამ ამის აღკვეთა რომ არ ხდება პასუხისმგებლობა მთლიანად ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება. სამწუხაროდ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს. ", - ამბობს გიორგი პაპუაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან შეკრების ან მანიფესტაციის გამართვა საქართველოში დასჯადია და ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.აჭარაში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან და გიორგი პაპუაშვილის სახლთან გამართულ აქციებს ბათუმის მერიას დაქვემდებარებული შპს. ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის უფროსი გიორგი თუშმალიშვილი ცოლთან ერთად ხელმძღვანელობდა. თუშმალიშვილი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ ის შვებულებაში იყო და თავის მოქალაქეობრივ უფლებას აფიქსირებდა. გიორგი პაპუაშვილმა ზეწოლის მცდელობაზე განცხადება 18 სექტემბერსაც გააკეთა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები