ენერგეტიკა

Gazprom-მა და საქართველომ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს

gazprom.com

ბრიუსელში ოფიციალური ვიტით მყოფი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Gazprom-ის დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

Gazprom-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და საქართველოს გავლით მისი სომხეთში ტრანზიტის საკითხები განიხილეს.

2014 წელს Gazprom-მა საქართველოს 0,3 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირი მიაწოდა.

კომენტარები