გაეროს 70-ე ასამბლეა

ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ ქალ მინისტრებს

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინიტრაცია / https://www.facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველო მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და შეასრულებს თავის ვალდებულებებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, -მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გენდერულ თანასწორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და მდგრადი განვითარებისათვის. 1994 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მის განსახორციელებლად. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2012-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის („ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“) განსახორციელებლად. 2013 წელს ჩვენ მივიღეთ 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რასაც მოჰყვა 2014-2015 წლების გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის  ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, მნიშვნელოვან მოვლენად დაასახელა 2014 წელს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და ხელმოწერა სტამბოლის კონვენციაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აცნობიერებს იმ სარგებელს, რომელიც მოაქვს ქალთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.

„ჩემი მთავრობის მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვთ თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების ქალ მინისტრებს. ასევე ქალებს უკავიათ ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას. საქართველოში 2015 წელი აღინიშნება, როგორც ქალთა წელი. ჩვენ ვმუშაობთ ხსენებული სამოქმედო გეგმების განახლებაზე. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სტრატეგიული ბაზის კიდევ უფრო გაუმჯობესებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ 9-10 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის სამეზობლოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ განრცელებულ განცხადებაშია ასევე აღნიშნუალია, რომ "მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლებას, გადახალისებასა და მათი შემდგომი ფაზების შემუშავებას; ასევე, მოამზადებს გენდერული თანასწორობის ეროვნულ სტრატეგიას, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით."

 მთავრობის კანცელარიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებშიკლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელსაც შეხვდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები