კრიმინალი

სროლა აბაშიძის ქუჩაზე - დაჭრილია ორი ადამიანი

ტაბულას წყარო

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ორი ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელმა მათ მანქანაში ყოფნისას ესროლა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველთა ინფორმაციით, უცნობმა პირმა ოთხჯერ გაისროლა. მათივე ცნობით, დაშავებულები ფეხის არეში არიან დაჭრილი.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

კომენტარები