"რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი" - უვადო მოსამართლეობის მსურველი თამთა თოდაძეზე"რა ბტიჯიტ ბარდო ესა მყავს, ყველა რომ ამ შავ-ყვითელა სარკინოზზე ძალადობს... რა აბია ასეთი ნეტავ" - ეს სიტყვები ადვოკატმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მსურველმა პაატა შავაძემ თამთა თოდაძის მისამართით დაწერა, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.