"9-10-11-12 წელი გოგონებთან ბავშვობის დასასრულია" - კვლევა ადრეული ქორწინების შესახებ"არასდროს მსმენია, კაცს ცოლის მოყვანა არ უნდოდეს და ვინმემ იძულებით დააქორწინოს, მაგრამ შემიძლია ერთი შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ: ჩემს ბიძაშვილს გოგოზე დაქორწინება უნდოდა, მაგრამ გოგო თანახმა არ იყო. მიუხედავად ამისა, მისმა მშობლებმა ჩემს ბიძაშვილზე დაქორწინება აიძულეს", - ეს ადრეული ქორწინების შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი კვლევიდან ამონარიდია. ისტორიას კახეთში მცხოვრები 17 წლის ბიჭი ყვება.