აქვს თუ არა პატიმარ სააკაშვილს თვითმკვლელობის უფლება? "თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას... კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება" – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია იმედის საგანგებო ეთერში.
ის საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა.