ანტისანიტარია საჯარო სკოლებში - ომბუდსმენი მდგომარეობას საგანგაშოდ მიიჩნევს (ფოტოები)"სველი წერტილები ხშირად ანტისანიტარიულ პირობებში ფუნქციონირებს, დროულად არ გააქვთ ნარჩენები, საპირფარეშოს ჯიხურებს არ ასუფთავებენ და რეცხავენ, მოძველებულია ტუალეტების ინფრასტრუქტურა, რიგ სკოლებში საპირფარეშოს ჯიხურებს არ აქვს კარ-ფანჯარა, ავარიულია და არის ჩამოშლის საფრთხე. მსგავსი პრობლემების გამო, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები თავს არიდებენ სკოლის საპირფარეშოებით სარგებლობას" - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქებსა და სოფლებში არსებული სკოლების შესწავლის შემდეგ.