რუსთავი 2-ის საქმე

ხუხაშვილი: ის, რაც ხდება, რუსთავი 2-ს აძლიერებს და ასუსტებს ხელისუფლებას

ის, რაც დღეს ხდება, ეს რუსთავი 2-ს აძლიერებს, არ ასუსტებს, ეს ასუსტებს ხელისუფლებას და მისი პრობლემაა საბოლოო ჯამში. ამიტომ ჩემთვის დაუჯერებელია, თუ ხელისუფლებიდან ვინმე მონაწილეობს ამ პროცესში ამა თუ იმ ფორმით, მას არ ესმის საერთოდ, რა ქვეყანაში ცხოვრობს, ის არ ყოფილა ქართულ პოლიტიკაში, მან არ იცის, რა შეიძლება, ამას მოჰყვეს და ფაქტობრივად, ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის. ის, ვისაც მიყავს ეს პროცესი, ის პირველ რიგში ხელისუფლებას ებრძვის, ქართულ საზოგადოებას ებრძვის და არა რუსთავი 2-ს. რუსთავი 2 ამ პროცესიდან დაზარალებული არ გამოვა. ის გამოვა უფრო გაძლიერებული, შეიძლება უფრო აგრესიული და დაზარალდება ვინ? დაზარალდება ხელისუფლება და საზოგადოება. სხვის შეცდომებზე რომ ვერ სწავლობ, გასაგებია, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს ვერ ისწავლის, იმას პერსპექტივა, ბუნებრივია, ვერ ექნება.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები