ALDE ჯგუფი

ალასანია ALDE-ს განცხადებაზე: ჩვენი მთავრობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება

ფორმა განცხადებისა არის დახმარების სურვილი, რომ განგაშის ზარი შემოკრან, რომ საქართველომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, არ მიაღწიოს იმ ზღვარს, რომლის მერეც უკან მოტრიალება, ჩვენი იმიჯის, ჩვენი პარტნიორობის ევროპელებთან უკვე უხერხული გახდება. ALDE-ს ეს განცხადება მოწმობს იმას, რომ ფართოდ მთელს ევროპაში საქართველოს მთავრობის მიმართ დამოკიდებულება აშკარად იცვლება და ჩვენც სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ ჩვენი ძალისხმევით ის იმიჯი, რომელიც დაიმკვიდრა ჩემდა სამწუხაროდ, ამ ქართულმა მთავრობამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ლიბერალ–დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის განცხადებაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ნიშნებზე საუბრობს. ALDE ჯგუფი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა გაატაროს.

კომენტარები