პრემიერი: Gazprom-ის თემა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა წამოწიეს წინ

სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, როგორიც აბრეშუმის გზის ფორუმია, ჩვენი მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წამოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. ისეთზე, როგორიცაა სპეკულაციები გაზპრომის საკითხზე. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არ წყდება და არ წყდება მიზანმიმართულად. მათი მთავარი მიზანია ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ამ კვირაში იმართება, გადაიფაროს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები. ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესოა ის პერსპერტივა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და არა ის, ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტექნიკურ საკითხებზე რატომ დაელაპარაკა გაზპრომის წარმომადგენლებს. გაზპრომის საკითხი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ Gazprom-თან მოლაპარაკებებსა და ბუნებრივი გაზის სექტორში დივერსიფიკაციის აუცილებლობის შესახებ მთავრობის წევრები, მათ შორის, ვიცეპრემერი კახი კალაძეც საუბრობდნენ.

კომენტარები