პროკურატურის რეფორმა

მინაშვილი: მთავრობის მიზანია, პროკურატურა მოაქციოს ივანიშვილის ხელში

ბოლო პროცესებმაც დაადასტურა, რომ ის ვითომდა რეფორმები, რომლებსაც ქართული ოცნება ატარებს პროკურატურასთან მიმართებით, არის ფარსი იმიტომ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არის საქართველოს მთავრობაზე, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არის იუსტიციის მინისტრზე და არავითარი ელემენტი დამოუკიდებლობის ან სამოქალაქო მონიტორინგის ამ საპროკურორო საბჭოში არ შედის. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უმრავლესობის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში არის ქალბატონი ეკა ბესელია, რომელიც თავისი არსით არ არის ადამიანის უფლებათა დამცველი, არ არის პარლამენტარი. ის თავისი არსით არის სწორედ ბრალდების წარმომადგენელი იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში, მუდმივად იზიარებდა და აძლიერებდა პროკურატურის ან საქართველოს მთავრობის პოზიციას, მათ შორის, ჟურნალისტების თვალთვალთან მიმართებით, მათ შორის, რუსთავი 2-ზე შეტევასთან მიმართებით იზიარებს მთავრობის პოზიციას და ღარიბაშვილის პოზიციას და არა არასამთავრობოების ან მედიის ინტერესებს. ამიტომ მისი ჩართვა საპროკურორო საბჭოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის არჩევანი არის სწორედ ის, რომ მთელი სამართალდამცავი ბერკეტი და ამ შემთხვევაში პროკურატურა მოაქციოს მთავრობის ხელში, მოაქციოს ერთი ადამიანის ხელში, არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც პროკურატურას გამოიყენებს თავის პოლიტიკური მიზნებისთვის და არა რეალურად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი პროკურატურის რეფორმაზე.

კომენტარები