სტალინი

მარგველაშვილი: სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ მხედარმთავარს

მე ვერ გეტყვით, რომ სტალინის პიროვნება რამენაირად გადავაფასე, მაგრამ შემიძლია, დროის გასვლის პარალელურად გითხრათ, რომ ერთ საუკუნეში, დავუშვათ, როდესაც ის ოჯახები, რომლებსაც რეჟიმმა მიაყენა ტკივილი, დაივიწყებენ ამ ტკივილს, არ იქნება ცოცხალი, არ ეყოლებათ ბაბუები, ბებიები, რომლებმაც იტვირთეს ამ რეჟიმის ტვირთი, სტალინი იქნება აღქმული, როგორც ერთ–ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი და ეს იქნება ის, რასაც დაწერენ სტალინზე, იმიტომ, რომ ის რეალურად იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი და აგრეთვე მხედართმთავარი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ეს ორი მსოფლიო ომი კი იყო ევროპის უდიდესი ტკივილი და უდიდესი კატასტროფა, რომლის შედეგადაც, კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნებამდე, როგორ უნდა იცხოვროს ერთობლივად ევროპამ. სტალინს ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს, შესაბამისად, სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსს და ძალიან დიდ მხედარმთავარს.

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი netgazet-თან საუბარში.

კომენტარები