წამების კადრები

ომბუდსმენი: მოხდეს წამების ფაქტების გამოძიება და შეწყდეს კადრების გავრცელება

მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში და გამოძიებული აქამდეც უნდა ყოფილიყო არაერთი საქმე წამების, რისი მოთხოვნაც საზოგადოებისგან არსებობს და ეს საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს. ამავე დროს, უნდა შეიზღუდოს იმ კადრების გავრცელება, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება ყველა მეთოდის გამოყენებით, რადგან მას უკუეფექტი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტ რისკს აჩენს საზოგადოებაში დაძაბულობის კერების შექმნის და დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაციის. ამიტომ ეს ორი მნიშვნელოვანი თემა - ის, რომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს გამოძიება. პროცენტულად მხოლოდ მცირე ნაწილია რეალურად გამოძიებული და, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეული საქმეები არის დასრულებული წამების და არასათანადო მოპყრობის. სწორედ ეს არის ჩვენი მოთხოვნაც, რომ ეს საქმეები ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული და პარალელურ რეჟიმში უნდა შეწყდეს ამ კადრების გავრცელება.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები