რუსთავი 2-ის საქმე

ფოფხაძე: სასამართლო პროცესის გამო, რუსთავი 2-ს მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოს

რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს რუსთავი 2-თან მიმართებაში, სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, უნდა ეხებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთრების უფლებას, წილების საკითხს და იმ დავის საგანს, რაზეც არის სასარჩელო განცხადება შეტანილი. ამის მიღმა, ვის რა განწყობები აქვს, მოსაზრებები აქვს, პოზიციები აქვს, ეს არის ყველას პერსონალური საქმე, სასამართლოს არანაირად არ უნდა შეეშალოს ხელი არც იმაში, რომ არ გაცდეს დავის საგანის ფარგლებს, არც იმაში, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, ე.ი. რა ფონიც არ უნდა იყოს და რა განწყობებიც არ უნდა იყოს, ამ ძირითად ჩარჩოებში სასამართლო თავის გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ჩაჯდეს და ამ ჩარჩოებს არ უნდა გაცდეს, და სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ფონი გარკვეულ ემოციურ განწყობასაც ქმნის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თავისთავად ამ უწყებას, როგორც ასეთს, არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას არცერთ შემთხვევაში, არც მაუწყებლობის, არც გადაცემების წარმოებისას, რაც რუსთავი 2-ზე კეთდება და, ზოგადად, რუსთავი 2-ს იმის გამო, რომ არის სასამართლო პროცესი და რაღაცა ემოციური ფონია მის გარშემო, მუშაობაში ხელი ნამდვილად არ უნდა შეეშალოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე.

კომენტარები