რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე: როცა სასამართლო მოძალადეა, ფიზიკური დაცვის გარდა გამოსავალი არ არის

ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს აი ასეთი, ძალიან ცნობილი ცნობილი, ქმედითი და ეფექტური ტელევიზიის მოხრჩობა. რუსთავი 2 იყო ძალიან დიდი დარტყმა ხელისუფლების იმიჯისათვის და ქვეყანაში ბიზნესგარემოსათვის. ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა... ყველგან ვიდექი სადაც სინდისი მკარნახობდა. აუცილებლად დავდგები რუსთავი 2-თან თუკი სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც სასამართლო არის მოძალადე, ადამიანს სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა ფიზიკურად დაიცვას. დავდგები, კი ბატონო, შემოვა სპეცნაზი, მეც მომხვდება და ამას ექნება განცდა, მცირე თუ დიდი ბიზნესი, ისიც გულშემატკივრობს, რომ ქვეყანაში ობიექტური ინფორმაცია იყოს, რომელიც ბიზნესის მთავარი წყაროა, ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია გაცვლა, შეუძლებელია ნორმალური ფასების ჩამოყალიბება და შეუძლებელია საკუთარი უფლებების დაცვა და თუ შენ გექნება განცდა, რომ სასამართლო ხვალ ჩამოგართმევს ქონებას და თუ მან შეძლო ასეთი უზარმაზარი კომპანიის გაკოტრება, როგორიც რუსთავი 2-ია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცავს შიგნით თუ გარეთ, ნებისმიერს მოერევა ის. სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა არის ბიზნესის პირველი მტერი

ეკონომისტი რომან გოცირიძე გადაცემაში თეორემა

კომენტარები