გელა დუმბაძე: Gazprom-თან დაკავშირებულ ამბებს ნეგატიურად ვაფასებ

პირდაპირ გეტყვით, Gazprom-თან დაკავშირებულ ამბებს ვაფასებ ნეგატიურად, როგორც პიროვნება. გეტყვით, რა ჭრილში - არასათანადო დონის განმარტებითი ინფორმაცია იყო, რომელსაც მოჰყვა სხვადასხვა ინსინუაციები და საქმის რეალური ვითარება ბოლომდე ვერავინ გაიგო. ეს უკვე ხელისუფლების მინუსია. მე, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი, ღიად ვაფიქსირებ, სტატიაც მაქვს დაწერილი სტალინიზმზე, რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან დაკავშირებით - ეს არის უარყოფითი. მე არ მინდა, რომ 20-25 წელი ქართული ეროვნული მოძრაობის და ახალი სახელმწიფოსი ჩაიყაროს, ფუჭად წავიდეს. რაც შეეხება თოფაძეს, მეჭიაურს, ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ეპოქის შვილები - დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას თანაბრად აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება. Gazprom-ს რაც შეეხება, საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, აღიარებულია ეს. მე არ დავიჭერდი იმ სახელმწიფოსთან არანაირ კავშირს. არ ვისურვებდი, როგორც აღნიშნეთ, ევროპაც ცდილობს, თავი დააღწიოს რუსულ წნეხს.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. მინისტრი ქალაქ კრაკოვში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა. მას აზრი საქართველოს ხელისუფლების Gazprom-თან მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს.

კომენტარები