ასოცირების ხელშეკრულება ეფუძნება ერთიანი ღირებულებების გაზიარებას. ფუნქციონირებითი დემოკრატიის შექმნა მარტივი არ არის და ერთ დღეში ეს არ მოხდება. ვიცით, რომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. რაც შეეხება პლურალისტულ მედიას, მართლმსაჯულებას - მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის წარმატებისთვის და ვიმედოვნებთ, ეს ძალისხმევა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს. მრავალფეროვანი პოლიტიკური და მედიაგარემო ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის
tbl.ge/raj
დაკოპირდა
ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესზე მსჯელობენ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მინისტრები და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანიც ესწრებიან. ჰერმანმა გამოსვლაში მედიაპლურალიზმსა და მედიათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა. [რუსთავი 2-ის თარგმანი]
ამავე თემაზე
- EU-მ მოუწოდა პოლიტიკოსებს, ხელი შეუწყონ თავისუფალი მედიაგარემოს არსებობას
- ევროპარლამენტი 18 დეკემბერს ასოცირების ხელშეკრულებას კენჭს უყრის
- უკრაინა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტირებას 2016 წლამდე გადაავადებს
- ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე მინისტრებმა მოხსენებები გააკეთეს
- ლატვიის სეიმმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა