ქორეპისკოპოს იაკობის ქადაგება

ქორეპისკოპოსი ილიაუნიზე: ძალა მაქვს, რომ საქართველოში მათი ფეხი აღარ იყოს

ის ცოდოა, ის საბრალოა, საცოდავია და საწყალი ადამიანია, ვინც დათანხმდა. განა დედა ღვთისმშობელი იმსახურებს ვითომ თეოლოგები რომ მოჰყავთ იქ, პროფესორები? რატომ არ გამოვიდნენ და არაფერი არ თქვეს. ვითომ არასამთავრობოები რომ გვყავს, სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების გაგრძელებები რომ არიან. რომელმა დაგმო ეს საქციელი? თუ მარტო ის უნდა დავიცვათ, ვითომ სიტყვის თავისუფლება და ვითომ მედია. შეიძლება მორწმუნე ადამიანები და ქრისტიანები ვლანძღოთ და ყველას შეგვრჩეს? ჩვენ პოლიტიკურ პროცესებში არ ვერევით, დიდი ხანი არ ვჩანდი, მაგრამ მერწმუნეთ, საკმაო ძალა მაქვს იმისა, რომ ამის დამგეგმავები, თუ კიდევ გააგრძელებენ, საქართველოში მათი ფეხი აღარ იყოს. სადაც მოსწონთ და სადაც მასეთი თავისუფლებაა, ჩვენ თავისუფლებას მივცემთ მათ და გავუშვებთ. იმიტომ რომ, ილიას უნივერსიტეტი არ უნდა ერქვას მაგას. მე მახსოვს, ისტორიიდან, კომუნისტები რომ შემოვიდნენ პირველად საქართველოში, მაშინ იყო, რომ ილიჩის ბრძანებით რეებს აკეთებდნენ. თავისუფლად შეიძლება, მაგათ ილიჩის ორდენობაზე, კავალრობაზე წარდგენა და გადაცემა იმ ქვეყანაში, სადაც მათი იდეოლოგიური მომხრეები არიან. როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანსა და მის სიწმინდეებს დასცინო. ეს მიუღებელია, იმიტომ რომ აბა ნახონ ჩვენ რომელიმე სარწმუნოებისთვის თუ დაგვიცინია?

ქორეპისკოპოსი იაკობი ლია უკლებას "თვითმკვლელი ღვთისმშობელის" ნახატს გამოეხმაურა, რომელიც ილიაუნიში გამოიფინა

კომენტარები