ზედანია: გაანადგურო ინსტიტუტი, რომ ააშენო სრულყოფილი, ფარისევლობა ან სისულელეა

თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო და პოლიტიკური ოპოზიცია: ესაა ლიბერალური დემოკრატიის აუცილებელი პირობები. ცხადია, ჩვენ არასოდეს გვქონია არცერთი ეს ინსტიტუტი არათუ სრულყოფილი, არამედ თუნდაც დამაკმაყოფილებელი სახით. მაგრამ გაანადგურო არასრულყოფილი ინსტიტუტები იმის საბაბით, თითქოს უფრო სრულყოფილის აშენება იყოს სასურველი და შესაძლებელი ან ფარისევლობაა, ანაც - სისულელე. სინამდვილეში მედიაც, სასამართლოც და ოპოზიციაც ძალაუფლების ცენტრისაგან გამოყოფის შედეგად ხდებიან თავისუფალი და ავთენტური. შეუძლებელია, ისინი ძალაუფლებამ ჯერ გაანადგუროს, და მერე თავიდან ააშენოს.

შეუძლებელია, თუმცა ამის სურვილი გასაგებია და ძალაუფლების მიდრეკილებიდან გამომდინარეობს, რომ იყოს იქაც, სადაც მას წინააღმდეგობას უწევენ, იყოს ყოვლისმომცველი, სრული და ტოტალური. ამიტომაა აუცილებელი, წინააღმდეგობა გავუწიოთ ძალაუფლების ამ მიდრეკილებას, ამიტომაა აუცილებელი, შენარჩუნდეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტები, რათა ისინი დაგვეხმარონ წინააღმდეგობის გაწევაში.

„რუსთავი 2“ ყველაზე ძლიერია ასეთ ინსტიტუტებს შორის საქართველოში. აქედან - მისი და მისი შემთხვევის მნიშვნელობა.

აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები