რუსთავი 2-ის საქმე

მაჭავარიანი: ივანიშვილს აჩვენებენ, რომ პარლამენტი არ არის უქმად

ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც არის კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ აჩვენონ, რომ პარლამენტი არ არის უქმად, რომ როგორმე გაწელონ გადაწყვეტილება, მაგრამ მოსამართლე ურთმელიძემ, რომელიც არც დედას ცნობს და არც სამართალს, ისეთი სტანდარტი დაადგინა, თუ ურთმელიძის ახლობელი დედა არ არის, როგორ შეიძლება ისაუბრო, რომ გვარამიას ახლობელია ადამიანი, რომელზეც ოდესღაც ერთად მუშაობდნენ. მაგ ლოგიკით ბევრ ადამიანთან ერთად უმუშავია ბევრ ადამიანს, მათ შორის, დღეს შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, მაგრამ ხომ გეუბნებით, აი ესეც კი სასაცილო გააკეთეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტის შუამდგომლობაზე. საკანონმდებლო ორგანო რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2-თან მიმართებით მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ.

კომენტარები