რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე: სასამართლოშიც და მედიაშიც თავისუფლება ვულგარულად ესმით

სამწუხაროდ, როდესაც ვაკვირდები ამ მოვლენებს ვხვდები რომ არსებობს პრობლემა როგორც სასამართლოში, ასევე ჟურნალისტებს შორის ეს არის თავისუფლების ვულგარული გაგება და გამოყენება. ეს არის დიდი და სამწუხარო პრობლემა. მე ვისურვებდი, რომ საქართველო გადაიქცეს ისეთ ქვეყანად, სადაც თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტები აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც თავისუფლების გამოყენება გულისხმობს. მე წამოგიღეთ საჩუქრად ჩემი წიგნი გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც გადმოცემულია ევროპული სასაამართლოს მიდგომები, სადაც ერთი თავი ეთმობა გამოხატვის თაივუფლების შეზღუდვას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობის დასაცავად. თუ გაეცნობით, თქვენთვის იქნება სასიკეთო. მადლობთ, რომ ცოდნის მიღებაზე უარს ამბობთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე გადაცემა არჩევანში

კომენტარები