ვიზალიბერალიზაცია

პრემიერი: კანდელაკი და ბაქრაძე ბრიუსელში ითხოვდნენ, არ მივიღოთ უვიზო მიმოსვლა

მაღალი ალბათობით, ჩვენ გვექნება პოზიტიური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით წლის ბოლოს. ერთადერთი, ვინც ბრიუსელში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, ნაციონალური მოძრაობაა - დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ, თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? - მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს ისე, ინფორმაციისთვის

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები