ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა

ფედერაციული მოწყობა ძალიან შორეული პერსპექტივაა და დღევანდელი მთავრობა ამაზე არ მსჯელობს. მე, როგორც მინისტრი, ამას ვერ მოვესწრები. ჩვენი ამოცანაა დღევანდელი დღე - ჯანდაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა კონფლიქტის ზონაში, რუსეთთან ურთიერთობები. დღეს ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის არა სტატუსის განსაზღვრა, არამედ მთავარი ამოცანაა, რამე შეცდომა არ დავუშვათ და რუსეთმა ახალ პროვოკაციაში არ ჩაგვითრიოს. სულ ასე არ იქნება. საქართველო მშვიდობიანად განვითარდება, გახდება ევროპული სახელმწიფო და მერე დაუდგება სტატუსის განსაზღვრის ამოცანა. მანამდე საზოგადოებაში უნდა იყოს მსჯელობა ამ თემაზე და არა მთავრობაში. საზოგადოება მომწიფებული უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა დადგება საკითხი - როგორი მოწყობა გვინდა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა - ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს

შერიგების მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ამ ნათქვამს აფხაზეთთან დაკავშირებით ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები