პატიმრების შეწყალება

ბესელია: თუ ელისაშვილი ვერ ხვდება, რომ ტყუის, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარონ

არც ტელეფონით, არც SMS-ით და არც პირადად, არანაირი ფორმით, ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ბატონ ელისაშვილთან არ მქონია შეხება. არც ამ და არც სხვა კონკრეტულ საქმეზე. ის შეგნებულად ცრუობს და აქვს, ალბათ, გააზრებული, რატომ აკეთებს ამას, მაგრამ თუ ის ვერ ხვდება, რომ ცრუობს, მაშინ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარონ. ეს ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ეხმიანება, ისინი ბედნიერები არიან ელისაშვილის განცხადებებით და კიდევ ვინ არის მასთან ერთად, გამოჩნდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე

კომენტარები