ქართული ოცნება

ბედინეიშვილი: კვირიკაშვილი ვერ შეცვლის უმრავლესობის სულელურ კანონებს

ივანიშვილი მთავარი პრობლემა ბიზნესგარემოსთვის არ ყოფილა. თუ პიროვნულად ავიღებთ, მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილი პროფესიონალია და "ქართული ოცნების" გუნდში ერთადერთი მეტ-ნაკლებად ნათელი წერტილია, მაგრამ მე მეშინია, რომ არც კვირიკაშვილს არ ექნება ის მანდატი, რომელიც ქვეყანას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოიყვანს. კვირიკაშვილი იმ ფაქტს ვერ შეცვლის, რომ პარლამენტში უმრავლესობა სულელურ კანონებს იღებს და ვერ უშველის იმ ფაქტს, რომ ქვეყანას სინამდვილეში ივანიშვილი მართავს. ასე რომ, არ მგონია, რომ რადიკალური ცვლილება მოხდეს იმით, თუ ვინ იქნება პერსონალი პრემიერმინისტრის როლში. 

აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა და ESM-ის დეკანი გიგა ბედინეიშვილი პრემიერის კანდიდატურასთან დაკავშირებით მაესტროსთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები