თავდასხმა პროკურორებზე

ჯაფარიძე: ხელისუფლების უუნარობა კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისითაც ვლინდება

პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვყავს სრულიად უუნარო ხელისუფლება და ეს უუნარობა ვლინდება ყველა მიმართულებით. მათ შორის კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისითაც. ნაცვლად იმისა, რომ წლების განმავლობაში ხელისფულებას რაღაც ეფექტური მექანიზმები შეემუშავებინა და ეფექტურად  ებრძოლა კრიმინალთან, ჩვენ ვხედავთ რომ ისინი რეალურად აყალბებენ კრიმინალის სტატისტიკას და გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში არის ყველაფერი კარგად და კრიმინალის მხრივ არანაირი ზრდა არ არის. პრობლემა არის ამ ხელისუფლებაში, სხვა პრობლემა არ არსებობს. 

ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე, ბოლო დღეების განმავლობაში პროკურორებზე მომხდარ თავდასხმებზე, რუსთავი 2ის ეთერში.

კომენტარები