ეკონომიკური დანაშაული

პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

თქვენ განსაზღვრავთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მოვახდენთ მთლიანად მთავრობის მუშაობის ფოკუსირებას. ვფიქრობთ, რომ გამოკვეთილია ოთხი უმთავრესი მიმართულება - პირველი, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამ კუთხით გასატარებელი რეფორმები შეგვიძლია რამდენიმე ძირითადი ქვეპუნქტით შემოვფარგლოთ. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი. მხედველობაში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს არის საგადასახდო რეფორმის ესტონური მოდელი. ასევე ეს არის მაქსიმალურად რეგლამენტირება საგადასახადო ადმინისტრაციული ორგანოების და მათი მუშაობის იმისთვის, რომ დროში შემოფარგული იყოს თითოეული შემოწმება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პატიმრობები, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ დანაშაულს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.

კომენტარები