საკონსტიტუციო სასამართლო

წულუკიანი: საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს ზეწოლას თავის წევრებზე

საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, რომ ზეწოლა განახორციელოს თავის რომელიმე წევრზე, რომელსაც უბრალოდ სჭირდება დრო, რომ განსხვავებული აზრი შეადგინოს. ვეღარ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ არ მიაქციოს ყურადღება, რას ფიქრობს უმცირესობაში დარჩენილი მისივე მოსამართლე. გვერდი აუაროს საკანონმდებლო მაცნეს, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება და იძახოს, რომ ეს არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო. და სამუდამოდ, მაგალითად რომელიმე საკონსტიტუციო მოსამართლემ გაიხანგრძლივოს თავის ვადა ხელოვნურად - ვერც ამას ვერ შეძლებს.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებაზე. ცნობისთვის, პაპუაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა რუსთავი 2-ისა და უგულავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ დაგეგმა.

კომენტარები