თოფაძე: დიდი უსამართლო სკანდალია ატეხილი Gazprom-ზე

დიდი უსამართლო სკანდალია ატეხილი, სხვათა შორის, გაზპრომის თაობაზე. მე ჩემს აზრს გეტყვით ამაზე. ის მოტივაცია, რომ რუსეთი ამის მერე შეწყვეტს გაზს და გვაიძულებს რაღაცა მივიღოთ, რუსეთს ბევრი სხვა ბერკეტი აქვს, რომ რაღაცაში შეგვამციროს, თუნდაც გადაგვიკეტოს ექსპორტი და ბევრი სხვა. კიდევ ეგ იმიტომ არ არის საფრთხე, რომ აგერ ირანი გვთავაზობს, მოეხსნა სანქციები. ერთი აზერბაიჯანიდან შემოდის, ერთი ირანიდან შემოდის. მე კახა კალაძეს აბსოლუტურად ვეთანხმები და რატომ კიდევ გეტყვით. აზერბაიჯანი გეუბნება: "მე შეიძლება, მთლიანად ვერ დაგაკმაყოფილო", აზერბაიჯანმა შეიძლება, უფრო კარგი მყიდველი ნახოს და გაიტანოს იქ და რომ არ დავრჩეთ ერთის იმედად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე გაზპრომთან მოლაპარაკებებზე.

კომენტარები