კანდელაკი: ქუთაისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი რეისი

როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბის ქუთაისში ამუშავების იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და ხორცშესხმის ლობისტმა, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო შემდეგი: ცხადია, ახალი რამდენიმე მარშუტის გახსნა მისასალმებელია. მაგრამ მთავრობა - და პირადად ივანიშვილი - ამ პროექტის ლანძღვით რომ არ დაკავებულიყო და იგი გაეგრძელებინა, დღეს ქუთაისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი რეისი; მგზავრთა ნაკადი უკვე ასული უნდა იყოს დაახლოებით ორ მილიონზე (სხვათა შორის შარშან შემცირდა ნაკადი); 2013 წლის მაისიდან უნდა შემოსულიყო მსოფლიოს ყველაზე დიდი ავიაკომპანია „რაეინეარი“; ამ სიკეთით უნდა ესარგებლა ბევრად მეტ ადამიანს და საქართველოს ეკონომიკაში უნდა შემოსულიყო ასეულ მილიონობით დოლარი. ეს პროექტი დაიწყო 2011 წელს და გაიხსნა 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. რომ არ დამთავრებულიყო მშენებლობა, კაცმა არ იცის გაიხსნებოდა თუ არა. ვინ არის პასუხისმგებელი დაკარგულ წლებზე, შემოსავალზე და სამუშაო ადგილებზე? პასუხი ცხადია. დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას წლევანდელი არჩევნების შემდეგ ჩაიბარებს, ქუთაისის აეროპორტსაც (რომელიც მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მემკვიდრეობად დარჩება) სრული მასშტაბით აამუშავებს და ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრ მნიშვნელოვან პრობლემასაც წარმატებით გადაჭრის.

წერს გიორგი კანდელაკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები