ქართული ოცნება

ჩაფიძე: ვეკითხები ჩვენი გუნდის ლიდერს ივანიშვილს - რატომ ისჯებიან ტყიბულელები?

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე მინდა, პარლამენტის ეს მაღალი ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ მივმართო ჩვენი გუნდის ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ვკითხო, რის გამო ისჯებიან ტყიბულელები. ძალიან მინდა, მივმართო საქართველოს მთავრობას, ჩემი გუნდის წარმომადგენლებს. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე ეს საკითხები არ მაქვს დაყენებული... რომ მე არ წავიდე დღეს მარტო ტყიბულელ მეშახტეებთან. ჩვენ ვერ გავექცევით საკუთარ წილ პასუხისმგებლობას. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები