საარსებო მინიმუმი

ყიფიანი: უნდა განისაზღვროს ზუსტი საარსებო მინიმუმი

დღეს საქართველოში საშუალო შემოსავალი 813 ლარით არის განსაზღვრული. ესეც ჩვენი თანამოქალაქეების 50%-ს არ აქვს. საარსებო მინიმუმის ბოლო მონაცემებით 6 სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი არის 380 ლარი. სასაცილოა, რომ, თითქოს, 813 ლარით ორი 6 სულიანი ოჯახის, ანუ 12 ადამიანის გამოკვებას შეძლებს ადამიანი. მათ მონაცემებს, რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ ეს არის საკუთარი მოსახლეობის დაცინვა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა განისაზღვროს ზუსტი საარსებო მინიმუმის ოდენობა.

საქართველოს განვითარების ფონდის წევრი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საარსებო მინიმუმის შესახებ, ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა

კომენტარები