ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

რატიანი: ქართულმა ოცნებამ შექმნა გარემო, სადაც წახალისებულია ანგარიშსწორება

შემაშფოთებელი ფაქტია, როდესაც დღისით ხდება თავდასხმა, გასროლები... ქართულმა ოცნებამ შექმნა გარემო, სადაც წახალისებულია ანგარიშსწორება, სადაც წახალისებულია მით უმეტეს ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები და მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიებაც არ გაიწელება ისე, როგორც იწელება სხვა მსგავსი გამოძიებები. ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა უკვე ამ 3 წლის განმავლობაში, როდესაც თავს ესხმიან და ანგარიშსწორება ხდება პოლიტიკოსებზე, ოპოზიციის წევრებზე.

ენმ-ის წევრი სერგო რატიანი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე.

კომენტარები