ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ხიდაშელი: სუს-ის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფებს შუა ქუჩაში თავს არ ესხმიან

საერთოდ, როდესაც ქუჩაში, დღისით, მზისით ასეთი თავდასხმა ხდება, უკვე ძალიან შემაშფოთებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სწრაფად გასცემს პასუხს ამ სრულიად თავხედურ და ცინიკურ ქმედებას, რომლის მოწმეები ჩვენ ყველა გავხდით. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ძალიან სწრაფი და უმკაცრესი იყოს პასუხი თავად ამ დანაშაულის ჩამდენების მიმართ და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც შეიძლება ასეთი ტიპის მოქმედებებმა არასწორი აზრები გაუჩინოს, რომ რა მოხდა ახლა, დიდი ამბავი, შუა დღეს იარაღით თუ ირბენ და მკვლელობის მცდელობას განახორციელებ. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მყისიერად მოხდეს ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი ფაქტი არის პასუხი თქვენს კითხვაზე, რომ სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც დღეს მოხდა, ამ კითხვას პასუხი გასცა

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაზე

კომენტარები