სტრასბურგის სასამართლო

ხატიაშვილი: თუ გოცირიძეს წარადგენენ, ევროპის საბჭოში გამოვაცხადებ შიმშილობას

თუ ხელისუფლების წარმომადგენლობისთვის არ იყო ამორალური ლევან მურუსიძესთან მხარდაჭერა, ჩემგან კითხვის ნიშნები გააჩინა. ფაქტობრივად, როდესაც აღმოჩნდა, რომ ევა გოცირიძემ მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლების ხმები, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ლევან მურუსიძეს ხელისუფლება ევა გოცირიძის ხელით ლობირებდა. მე ვაპირებ, კვირიკაშვილი გავაფრთხილო, რომ სახელმწიფო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ ევა გოცირიძის წარდგენა მოხდება. მე პირადად, წავალ ევროპის საბჭოში და იქ აუცილებლად გამოვაცხადებ შიმშილობას, ეს იქნება სკანდალი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის შერჩევაზე.

კომენტარები