მუსლიმების თავდასხმა ადიგენში

ნაკაიძე: მოვუწოდებ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მოახდინონ დროული რეაგირება

აღშფოთებული ვართ, სოფელ ადიგენში მომხდარი ფაქტით, რომელიც მოყვა ადგილობრივი მუსლიმი თემისათვის სასაფლაოს გადაცემას. როგორც ჩვენთვის ადგილობრი მუსლიმებისაგან გახდა ცნობილი ადიგენის რაიონის გამგებელის ზაქარია ენდელაძის თანხლებმა რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. ნაცემია სამი ადამიანი. დღევანდელ ინციდენტს წინ უძღოდა მუსლიმი მიცვალებულის დასაფლავებისთვის ხელის შეშლა. ეს ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, მაშინ მიცვალებული დასაფლავებული იქნა სხვა სოფელში მდებარე მუსლიმურ სასაფლაოზე. რომ მოხდარიყო ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება, დღეს არანაირ ინციდენტს ადგილი აღარ ექნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური სწავლებით მუსლიმი მიცვალებულის ქრისტიანულ სასაფლაოზე დასაფლავება არ შეიძლება.მოვუწოდებ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს მოახდინონ დროული რეაგირება, დაკმაკოფილდეს მუსლიმი თემის სამართლებრივი მოთხოვნა. მყისიერად იქნას გამოძიებული მომხდარი ფაქტი და კანონის შესაბამისად დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ვფიქრობთ, ხელისუფლების საკითხისადმი სწორი სამართლებრივი მიდგომა ერთადერთი გამოსავალია, მოცემული მდგომარეობიდან გამოსვლისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემის განგრძობადობა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ადიგენში მომხდარ მუსლიმებზე თავდასხმის შესახებ facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები