ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა

ქუცნაშვილი: თუ ბუკას ესროლეს ფეხებში, ეს არის სხეულის დაზიანების მცდელობა

თუ ბუკას ესროლეს გულ-მკერდის ან მუცლის არეში, რა თქმა უნდა, ეს არის მკვლელობის მცდელობა, თუ ბუკას ესროლეს ფეხებში, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა. ეს გამოძიების მონაცემებზეა დამოკიდებული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაზე დაწყებულ გამოძიებაზე. თავისუფალი დემოკრატები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

კომენტარები