კოალიცია ქართული ოცნება

მეჭიაური: კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არიული რასისგან, პლებეებისგან, მონებისგან

არ ვიცი, პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ დაპირისპირება დასრულდება თუ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, უკეთეს შემთხვევაში კოალიცია გასუფთავდება. ჩემი აზრით, ერთის მხრივ, კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არიული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან, მეორეს მხრივ, პლებეებისგან, მესამეს მხრივ, მონებისგან. უნდა იყოს თანაბარი როგორც პიროვნებებით, ასევე პოლიტიკური ჯგუფებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი - რიგითი, სადღაც თავს აძლევს უფლებას, რომ კოალიციის დამაარსებელით, ერთი მხრივ, ისარგებლოს და ის, რაც მისგან აქვს, მიიღოს და, მეორე მხრივ, ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში საჯაროდ გაატაროს. ამაზე კი, მისი არცერთი თანაპარტიელი არცერთ საწინააღმდეგო განცხადებას არ აკეთებს. ამასთანავე, ერთი სიტყვის შეშლისთვის სხვას - კოალიციის სხვა წევრს ლამის ცოცხლად მარხავენ. ასეთი განსხვავებული მიდგომები სანამ იქნება, კოალიციას ობიექტურობის საფუძველი არ ექნება. ამას კონკრეტული ადრესატი რომ არ ჰყავდეს, არ ვიტყოდი

დეპუტატი თამაზ მეჭიაური კოალიცია ქართულ ოცნებაში მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირებაზე.

კომენტარები