ენმ: გაზპრომზე კალაძის განცხადებები იყო ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა

აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო აზერბაიჯანისგან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ მიიღებს, ხოლო სოციალური გაზი მოწოდებული იქნება შემცირებული ფასით. შესაბამისად, სრულიად ცხადი გახდა, რომ ენერგეტიკის მინისტრის კალაძის და მთავრობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გაზპრომთან აუცილებლად უნდა მოილაპარაკოს დამატებითი გაზის მოწოდების თაობაზე, იყო სრული დემაგოგია, ტყუილი და ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, საქართველოს ყველა მოქალაქეს კვლავ მოვუწოდებთ, 6 მარტს, 14:00-ზე, გამოვიდეს და გააპროტესტოს საქართველოს მთავრობის კოლაბორაციონისტული მოქმედებები, რაც უკავშირდებოდა გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს და გაზპრომის მონაწილეობის გაზრდას საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე... ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობა ქართველი ხალხის ზურგსუკან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, როგორიც არ უნდა იყოს მისი ფინანსური ინტერესები, ივანიშვილის პირადი ფინასური ინტერესები და ინტერესები - უფრო მეტად გახადონ საქართველო დამოკიდებული რუსეთზე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური.

კომენტარები