საკონსტიტუციო სასამართლო

წულუკიანი: პაპუაშვილს უკვე გამოვუქვეყნე მისი ორიანები

ბატონი [გიორგი] პაპუაშვილისთვის, რაც მქონდა გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე - ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია არ მაქვს და არ აქვს არც ხელისუფლების რომელიმე წევრს. მას, როგორც ჩანს, აწუხებს წარსულის აჩრდილები - თუ მას წინა ხელისუფლების დროს ვინმემ რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ერთადერთი გვქონდა საკონკურსო ქულები, რომლებიც მისთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიორგი პაპუაშვილის ბრალდებებზე, ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები