თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: ივა კავსაძე არის ე.წ. ოდეერი თსუ-ში

ოდეერების ინსტიტუტი მთელ ქვეყანაში არსებობს იმიტომ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამის შეცვლა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. თუ ვინ არის ამ ორგანოს წარმომადგენელი უნივერსიტეტში, ეს ყველამ, მათ შორის სტუდენტებმაც იციან და დაასახელეს კიდეც შეხვედრაზე. ივა კავსაძე არის ოდეერი უნივერსიტეტში. მისი საქმიანობა არის გარკვეულწილად უსაფრთხოება უნივერსიტეტში, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. ვერ გეტყვით, როგორ იღებს ის ამ უსაფრთხოების ზომებს, ეს მისი სპეციფიკაა, მე არასდროს არ მიმუშავია ორგანოებში და ნამდვილად არ ვიცი, როგორ მუშაობენ.

თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა ნეტგაზეთთან საუბარში.

კომენტარები