ფარული კადრები

ნაცვლიშვილი კადრებზე: თუ სახელმწიფო ამის მონაწილეა, აქ დაცული ვერავინ იქნება

კომენტარის გაკეთება არის ძალიან რთული ამ სიტუაციაში, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც აგრძელებენ ქილიკს გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომ წარმოუდგენელია ეს ქვეყანა ოდესმე ჩამოყალიბდეს ნორმალურ სივრცედ, და თუ ჩვენ ვერ გავიაზრებთ, რომ სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის დანაშაულს დატოვებს დაუსჯელს და თუ სახელმწიფო თავად არის მონაწილე ამ ტიპის მასალების ჩაწერის და გავრცელების, მაშინ ამ სახელმწიფოში ვერავინ ვერ იქნება დაცული, ძალიან მარტივი იქნება პოლიტიკოსებით თუ საჯარო პირებით მანიპულირება და ამით დაზარალდებიან არამხოლოდ ეს კონკრეტული პირები, გაცილებით უფრო მეტად დავზარალდებით ჩვენ, მოქალაქეები, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებლობა, ადამიანებმა გააკრიტიკონ სამართლიანად ხელისუფლება, გაილაშქრონ უსამართლობის წინააღმდეგ და საბოლოოდ წაგებული დარჩება მოქალაქე. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ხელისუფლებას, იმ პოზიციას, რომელსაც მათ შორის აფიქსირებდა პრემიერმინისტრი, როდესაც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანია ეს შენ გეხება-ს ფარგლებში ძალიან კრიტიკულ მოსაზრებებს ვაფიქსირებდით და ვითხოვდით აღნიშნული საკითხის მიმართ ყურადღების მიპყრობას, მაშინ ჩვენ პასუხად ვიღებდით იმას, რომ ჩვენ ვიბრძოდით თურმე ქვეყნის წინააღმდეგ და ძირგამომთხრელები ვიყავით, სწორედ ამიტომ მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. ეს თემა ვერ დაიხურება, მარტივად ეს ამბავი ვერ გადაივლის, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ დადგება პასუხისმგებლობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური.

საიას თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე

კომენტარები