სექსუალური უმცირესობა

ნიშნიანიძე: ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე ვიხმარე სიტყვა "პიდარასტი"

თუ ცუდად გაიგეს, მოდი, მე ასე ვიტყვი - ისტორიულ კონტექსტში, მე ისტორიკოსი ვარ, შეიძლება, ვიხმარე. ძველად, როცა იყო ბნელი და უკუნი, სანამ ნაციონალური მოძრაობა გააბრწყინებდა საქართველოს, მანამდე მათ პიდარასტებს უწოდებდნენ თქო, ისტორიულად ვამბობ, თორემ დღეს, რა თქმა უნდა, დახვეწილია საზოგადოება და დღეს ჩვენ მათ lgbt-ებს ვუწოდებთ. ამიტომაც, მე ისტორიაში, ისტორიკოსი ვარ და შეიძლება ამათ მიმართ ვიხმარე, თორემ დანარჩენი, დღეს მე მათ არც მივდევ, არც ვუშავებ, არც ჰომოფობიური განწყობა მაქვს მათ მიმართ. კეთილი მოახმაროთ თავიანთი თავი, ვისაც მოსწონს, ტყუპ-ტყუპად დაუჯდეს სახლში მაგნაირები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ნიშნიანიძე იბერია TV-ის ეთერში, გადაცემა პრორიტეტში.

კომენტარები