ვიზალიბერალიზაცია

EPP-ის პრეზიდენტი: ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა არჩევნებზეა დამოკიდებული

ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და მიეცეთ შესაძლებლობა იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობა იყო, რომელმაც დაიწყო და წინ წასწია მთელი სამუშაო ვიზალიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს ნამდვილ და დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიცემის პირობებზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში

კომენტარები