იზორია: იმ ქვეყნის სტუდენტები, სადაც ტერორიზმია, ჩვენთან რა მიზნით არიან?

ბუნებრივია, იქაც [საგანმანათლებლო დაწესებულებებში] არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. პატარა მაგალითს გეტყვით, როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ძალიან ფეხი მოიკიდა ტერორიზმმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები? შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ საგანმანათლებლო სისტემაში არ უნდა იყოს ეს [ე.წ. ოდეერი], იმას არ ნიშნავს, რომ მთლად უსაფრთხო და დაცულია საგანმანათლებლო სისტემა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებას, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იქ არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელი, არ იყოს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი. აქ კითხვა დაისვა, არსებობდა თუ არა 2015 წლამდე აღნიშნული ინსტიტუტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მინდა გითხრათ, რომ არსებობდა, მაგრამ 2015 წლიდან, მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არ არსებობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
მოკლე ბმული: