სახალხო დამცველის ანგარიში 2015

ნანუაშვილი: კერძო ბიზნეს ინტერესების ხარჯზე, საყდრისი განადგურებულია

საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის კანონიერების საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სტატუსის მოხსნის თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებები მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით იქნა მიღებული. ამან ხელ-ფეხი გაუხსნა კერძო კომპანიის ქმედებებს და დღეს კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი, კერძო ბიზნეს ინტერესების ხარჯზე, განადგურებულია.

წერია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში.

კომენტარები