Panama Papers

მეჭიაური Panama Paper-ზე: დეკლარაციაში მეც კი შეიძლება, გამომრჩეს რაღაც

დეკლარაციაში არასახვის გამო, არის მხოლოდ ჯარიმა. მეც კი, რომელიც განსხვავებით ცალ-ცალი კალოშით მოსულებისგან, რამდენჯერმე ვიყავი პარლამენტში, ჯიბით დამაქვს რა ქონებაც მაქვს, თუ არ ჩავთვლი სოფლის რაღაც ბინას. და მეც კი შეიძლება, გამომრჩეს ხოლმე ხანდახან, იმ გადაწერის დროს, როცა დეკლარაციას გადავწერ, ისეთი რაღაცა, რომ მეც დამაჯარიმონ იმ 1500 ლარით, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ვადა არ გასულა. რაც თქვენ ბრძანეთ, იხდიდა თუ არა საფრანგეთის ბიუჯეტში ფულს, გამოიძიებენ, ფრანგებს ჩვენი შექეზება არ სჭირდებათ, უკვე დაწყებულიც ექნებათ გამოძიება, თუ აქამდე არ აქვთ ჩატარებული. და რატომღაც არ იძიებდით, როცა აქეთ გეხმარებოდათ თავისი ფულით, მე რომ ოპოზიციაში ვიყავი და თქვენ რომ გაფინანსებდათ, ხომ არ დაგავიწყდათ? ახლა რომ წამომაძახებთ ხოლმე, კურსელიაო, ერთხელ მითხარით, როდის დამეხმარა მე ბიძინა ივანიშვილი. ამათი იყო, აბა ვისი იყო. და ის ფული აქ რომ შემოჰქონდა, რატომ არ კითხულობდით, საიდან მოჰქონდა ის ფული?

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური გადაცემა არჩევანში

კომენტარები