NDI-ის კვლევა

ვოლსკი: მნიშვნელოვანწილად, NDI-ს მოყვება უნდობლობის შლეიფი

არის საკითხები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ აისახება [კვლევაში] და გარკვეულწილად, არ შეესაბამება რეალობას. მნიშვნელოვანწილად, NDI-ის მოყვება შლეიფი უნდობლობის, მაგრამ რაც შეეხება სოციალურ თემებს, ნებისმიერი გამოკითხვის გარეშე შემიძლია, ის პირველი ხუთეული დაგისახელოთ, რომლებიც კვლევებშია ჩამოყალიბებული და გაუუარესდა პირობები ყველას - დაწყებული სიღარიბის დონეზე მყოფი ადამიანებიდან, დამთავრებული შეძლებული ადამიანებით, ვინც ბიზნესს აკეთებს და ექსპორტზე და იმპორტზეა დამოკიდებული. საკმაოდ გართულდა მდგომარეობა და არა მარტო საქართველოში, საერთოდ მსოფლიოში ურთულესი ვითარება შეიქმნა. უმუშევრობა, რასაკვირველია, არის ზრდა დასაქმების, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, არის ახალი ბიზნესები გახსნილი, რომლებიც ეხმარებიან დასაქმებას, მაგრამ ამ რთულმა ეკონომიკურმა ვითარებამ რეგიონში და საერთოდ რთულმა ვითარებამ მსოფლიოში შექმნა ასეთი რთული სოციალური ფონი, მათ შორის საქართველოში, რასაკვირველია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი NDI-ის კვლევაზე.

კომენტარები