არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: საარჩევნო თარიღზე პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური არ არის

პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ - ახლა მე მინდა და თუ არ მეთანხმებით, მაშინ მე მაისში გამოვცემ [საარჩევნო განკარგულებას]. ეს ღიმილისმომგვრელია იმიტომ, რომ თუ პრემიერი არც მაისში გამოცემულ აქტს არ დაეთანხმება, მაშინ პრეზიდენტის ფუჭი, ყალბი გასროლა ვის ემუქრება, მაინცდამაინც ვერ გავიგე. არ არის პრეზიდენტის ეს განცხადება ადეკვატური შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის.

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი საარჩევნო თარიღზე. ცნობისთვის, დღეს პრემიერმა პრეზიდენტს განკარგულება შენიშვნებით უკან დაუბრუნა და სთხოვა, დოკუმენტი კონტრასიგნაციისთვის ივლისში გამოუგზავნოს. პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს.

კომენტარები